შსს-მ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება უფრო მძიმე მუხლით გადააკვალიფიცირა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 139-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას გულისხმობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავადპირველად, გამოძიებას “სისხლის სამართლოს კოდექსის” 150-ე მუხლით აწარმოებდა, რაც იძულებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატს და ბსუ-ს ლექტორს ომარ მახარაძეს მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ომარ მახარაძე სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი მზად არის, ჭიათურაში გაფიცულ მუშებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს
შემდეგი სტატიაარანაირი კომპრომისი, რომელიც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას, არც განიხილება – მიხეილ გიორგაძე დავით გარეჯზე საუბრობს