შსს-მ ავტომობილების გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა თბილისში მოხდარი ავტომობილების გაქურდვის საქმე გახსნეს. პოლიციამ 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა ი. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, ორი ავტომანქანის უკანა საქარე მინები ჩაამტვრია, საიდანაც სალონში შეღწევა მოახერხა და ავტომანქანები გაქურდა. სამართალდამცველებმა შალვა ი. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანიშნულია შესაბამისი ექპერტიზები, რომელთა დასრულების შემდეგ, შესაძლებელია, შალვა ი-ს ბრალი სხვა მსგავს დანაშაულებშიც გამოიკვეთოს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა თბილისში-დაჭრილია მაღაზიის გამყიდველი
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა