შსს-მ არჩევნების დღეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდი პირი დააკავა

პოლიციამ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, 200-მდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე, პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით – 2000 ლარის ოდენობით.

პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ შვიდი პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში – სამი პირი, ასპინძაში – ორი პირი, ლანჩხუთში – ერთი პირი და თბილისში ერთი პირი“, – განაცხადეს შსს-ში.

ამასთან, შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, შსს-მ არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ
შემდეგი სტატიახუხაშვილი კობახიძეზე – პარალელურ სამყაროში, ალბათ, სერიული მკვლელი იქნებოდა…