შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო-ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მეოთხე განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის „სადახლოს“ თანამშრომლებმა, ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1972 წელს დაბადებული ს. ბ. დააკავეს.

ს.ბ.-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 463-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიფარცხალაძის ადვოკატები დოკუმენტურ მასალას გაასაჯაროებენ
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო ახალი აღჭურვილობა გადაეცა