შსს-მ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

25 წლის ანასტასია შატალოვას სასტიკი მკვლელობის დამკვეთის კვალზე შსს ამ დრომდე ვერ გავიდა. თუმცა, პოლიციამ საქმეზე რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთი პირი 44 წლის ლევან რაჯავი, ნაქირავებ ბინაში დააკავა. რა მუხლით აქვს მას ბრალი წარდგენილი, ჯერ უცნობია.

რამდენიმე წუთის წინ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილიდან კამერების ჩანაწერები კიდევ ერთხელ ამოიღეს. მოსახლეობას მათ სავარაუდო დამნაშავის ფოტო მასალაც აჩვენეს. შსს დაახლოებით 30-35 წლამდე, გამხდარ, შავგვრემან კაცს ეძებს, რომელიც ქუდით გადაადგილდებოდა და 170 სმ სიმაღლისაა. ადგილობრივების ინფორმაციით, მას ბინის ქირაობა სურდა და მკვლელობამდე სამი დღით ადრე შენიშნეს.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – “ქართული ოცნება“ საზოგადოებას სიძულვილის ენის გარდა, ვერაფერს სთავაზობს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება