25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

შსს-მ აჭარის მთავრობის სახლთან თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

დღეს აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ უცნობმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი თქმით, დაპირისპირების მიზეზი აქციაზე გამოფენილი ტრანსპარანტები გახდა, წარწერებით – „რუსეთი ოკუპანტია“ და „საქართველოს ადგილი ევროპაშია“.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: პუტინს ომის გაგრძელება სურს
შემდეგი სტატიაანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 3000 ვაკანსია გამოცხადდება