შსს-მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიავაშლიანი თასი და ვედრო სკოლასთან – ჯეჯელავას ოცნება