შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული მ.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, 100 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ენმ” პარლამენტის ბიუროს დღეს საგანგებო განცხადებით მიმართავს
შემდეგი სტატიაგურიაში “ლიბერთი ბანკის” მომსახურების ცენტრი გაქურდეს