შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 8,30052 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი და ტრამადოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 8 აბი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტს ხვდებიან