შსს-მ 70 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1965
წელს დაბადებული ნოე ი. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს

სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 70 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც
ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის
მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტი აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს თანამშრომელმა ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილე ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის საკითხებზე ტრენინგის დახურვას დაესწრო