14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

შსს-მ 6 ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 6 ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მდებარე 6 საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ძვირფასეულობას ფარულად დაეუფლა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”– ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძეს ანგარიში: საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას
შემდეგი სტატიადედოფლისწყაროში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს