შსს-მ 50 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული თ.ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

banner
წინა სტატიაშივიღაც ,,ბობოლას,, გელა ბარკალაიასთვის ბიზნესის ,,ახევა,, უნდა
შემდეგი სტატია(Video)”ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია” – ფიზიკური დაპირისპირება ენგურის ხიდთან