შსს-მ 2013 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხობის რაიონული სამმართველოს მიერ 2013 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ. ლ. თბილისში დააკავეს.

დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 378-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის გადაცემას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა, ბ.ლ.-ს პირადი, ასევე, დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

banner
წინა სტატიაშიესპანეთი საქართველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებს დადებით შეფასებას აძლევს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია 18 საათზე განცხადებას გააკეთებს