შსს-მ 17 მაისს დაზარალებულის და ასევე თავდამსხმელის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე გამოძიება დაიწყო 

შინაგან საქმეთა სამინისტრო “თაიმერის” კითხვებს პასუხობს

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომ 17 მაისს გამართულ აქციაზე დაზარალებული პირის მიმართ ხორციელდება მუქარა, მოახდიან თუ არა შსს-მ რეაგირება?
2018 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში შემოვიდა განცხადება, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული ნ.გ.-ს მიმართ სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება მუქარა. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც მუქარას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში ნ.გ. დაბარებული იქნება გამოკითხვაზე, ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ და გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებას მუქარის განმახორციელებელ პირთა დადგენის მიზნით.
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელზეც ხორციელდებუდა მუქარის შემცველი განცხადებები, ამაზე თუ მოახდინა შსს-მ რეაგირება?

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 17 მაისს თავდასხმაში მხილებული ს.კ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელში განაცხადა.

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში მამაკაცმა მძევლად ოჯახი აიყვანა
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს დამოუკიდებელ ექსპერტებს დაკითხავენ