შსს-მ 115 აბი „მეტადონი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ზ.ყ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 115 აბი და შვიდი აბის ნატეხი „მეტადონი“ ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ზ.ყ.-ს მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიამთავრობამ ბიუჯეტიდან დაახლოებით, 100 მილიონი ლარით ნაკლები ხარჯი გასწია