შსს-მ 1 თვის განმავლობაში 148 ერთეული იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. ინფიორმაციას უწყება ავრცელებს.

ამასთანავე 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს:

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი – 12
კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები – 73
ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები – 34
თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი – 11
აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი – 18
ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია ISIS-ს გავლენიანი ლიდერი
შემდეგი სტატიაგადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს – საია