შსს ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა

შსს იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალს ავრცელებს, რომელიც მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ჩხრეკისას ამოიღო.

როგორც ჟურნალისტებს შსს-ში განუცხადეს, ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობისგან ამოღებულია 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA).

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით“, – აცხადებენ შსს-ში.

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ჯიბღაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მსახიობმა გლდანის ნომერ მერვე დაწესებულება გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ამერიკის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ გულდაწყვეტილია, ამაზე მეტი რა უნდა თქვას
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს