შსს კომენტარს აკეთებს: ,,მამა გაბრიელ კახელიშვილმა პოლიციის მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა”

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარის ბრალდებებთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.

როგორც “თაიმერს” უწყებაში განუცხადეს, მამა გაბრიელ კახელიშვილის ბრალდება, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების ინფომრაციით, ლანჩუთში, სამართალდამცველებმა დილის 5-დან 6 საათამდე შუალედში, დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი გააჩერეს, რომელსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი მართავდა. შსს-ში აცხადებენ, რომ მას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სახლში გადაყვანა შესთავაზეს, რასაც სასულიერო პირის მხრიდან აგრესია და სიტყვიერი შეურცხყოფა მოჰყვა. უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა აცანის ეკლესიის წინამძღვარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

შსს ინფომრმაციით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს, მამა გაბრიელ კახელიშვილმა პოლიციის მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. უწყების ცნობით აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს, თუმცა ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი გავრცელებისგან თავს იკავებს.

banner
წინა სტატიაშიმოპედის დაჯახების შედეგად ქვეითი მოტეხილობებით და სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიამიროტაძე ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება