შსს : კლუბ „ბასიანში” მხარეების შეთანხმებით დოკუმენტაციის ამოღება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს.

„არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი“, – განაცხადეს შსს-ში.

ღამის კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, მათ დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ შევიდა. ამის შესახებ გელბახიანი ინფორმაციას თავად ავრცელებს.

„ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა. ჩხრეკენ ოფისს. მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს შოუ არ დამთავრებულა“, – აცხადებს გელბახიანი.

banner
წინა სტატიაში„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, ღამის კლუბში შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ შევიდა
შემდეგი სტატიასაქართველოში შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება