შსს კიდევ ერთ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის გადადგილებაა ასახული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც, შსს ინფორმაციით, აფეთქებაში ბრალდებული პირის გადაადგილებაა ასახული.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირი გლდანში, ქერჩის ქუჩიდან მიდის კონიაკის ქარხნის მიმართულებით, შედეგ მარი ბროსეს ქუჩიდან მიემართება ათონელის ქუჩისკენ ავტომობილით და ავტომობილს აჩერებს ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღთან. შემდეგ მიემართება ფეხით სობჩაკის ქუჩისკენ, თარგამაძის მანქანას უკანა მხრიდან ჩაუვლის და ადის თაბუკაშვილის ქუჩისკენ.

შსს-ს ცნობით, დაახლეობით, 8 წუთის შემდეგ ბრალდებული ისევ ბრუნდება სობჩაკის ქუჩაზე, გადადის ათონელის ქუჩაზე, შედის სასურსათო მაღაზიაში და მიდის ალექსანდრეს ბაღისკენ. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ პარტიის ოფისიდან გივი თარგამაძე გამოდის მძღოლთან ერთად, ჯდება ავტომობილში და მიდის ათონელის ქუჩისკენ. ამ დროს სკვერიდან გამოდის ბრალდებული, მარჯვენა მხრიდან უახლოვდება თარგამაძის ავტომობილს, აკვირდება, რწმუნდება, რომ ავტომანქანაში ნამდვილად ზის თარგამაძე და რამდენიმე წამში ხდება აფეთქება.

ამასთან, შსს ბარლდებულის ვინაობას არ ასახელებს და აცხადებს, რომ მისი ადგილ-სამყოფელი დაუდგენელია.

banner
წინა სტატიაშიდიდი ხეივნის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა გრძელდება
შემდეგი სტატია“„რესპუბლიკურ პარტიას“, ისევე როგორც ყველა სხვა პარტიას, წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა სრული თავისუფლება, თავისი სიტყვა ამომრჩევლამდე მიეტანა”