შსს-ყველა მძღოლს შსს-გან მიუვა შეტყობინება ქულათა სისტემის ამოქმედების შესახებ

დღეს საღამომდე თითქმის ყველა მძღოლს შსს-გან მიუვა შეტყობინება ქულათა სისტემის ამოქმედების შესახებ.

• რატომ ლათინური ასოებით? სამწუხაროდ, ყველა ტელეფონი ქართულ შრიფტს ვერ კითხულობს. ამდენად, გადაწყდა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უპირატესია და შესაბამისად, მოცემული გარემოების გათვალისწინებით, ასეთი ფორმა – გამართლებული.
• იმ შემთხვევაში თუ მართვის მოწმობის მქონე პირებს სატელეფონო გზავნილი არ მიუვიდათ, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ შსს-ს ბაზაში მობილური ტელეფონის ნომერი მათ მიერ არასწორადაა მითითებული. სამომავლო ჯანსაღი და წარმატებული კომუნიკაციის მიზნით, თქვენივე კომფორტისთვის, სასურველია, რომ ეს ხარვეზი გამოასწოროთ. მიმართეთ მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს ან ავტორიზაცია გაიარეთ შემდეგ მისამართზე: https://www.sa.gov.ge/
• www.Police.ge

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი აშშ შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიასაგანგაშო სიტუაცია – ასე აფასებენ ევროპული საქართველოს წევრები საატესტატო გამოცდების შედეგებს