7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

შსს: ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება, პირველადი ინფორმაციით, სხეულის გადაციებამ გამოიწვია

შსს-ში აცხადებენ, რომ ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება, პირველადი ინფორმაციით, სხეულის გადაციებამ გამოიწვია.

უწყებაში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები დღეს იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„გახარია საქართველოსთვის“: საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემდგარ ფაქტად მიჩნევა აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა