შსს: ყალბი ოქროს ზოდების გაყიდვისთვის სომხეთის ორი მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით, თბილისში, სომხეთის 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები რკინიგზის სადგურზე მდებარე „ოქროს ბირჟის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყალბ ოქროს ზოდებს ყიდდნენ.

“პოლიციამ აღნიშნული პირები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი სხვადასხვა მეტალის შემცველ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის მქონე, 100 გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ. ერთი ზოდის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარზე მეტს შეადგენდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ყალბი ოქროს ერთი ზოდი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – ამბობენ შსს-ში.

უწყებაში დღეს ბოლო ერთკვირაში გახსნილი დანაშაულებების შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად საქართველოში მოიწვია
შემდეგი სტატიალაშა ტუღუში : უსამართლო კანონი აზარალებს არა მხოლოდ კერძო ტელევიზიებს, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც