შსს: კაცმა ოჯახში კონფლიქტისთვის გამოძახებული პოლიციელი დაჭრა და მე-7 სართულიდან გადახტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცმა ოჯახში კონფლიქტისთვის გამოძახებული პოლიციელი დაჭრა, რის შემდეგაც მე-7 სართულიდან გადახტა.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მივიდა.

პოლიცია ქალმა გამოიძახა. სამართალდამცველების დანახვის გამო 1985 წელს დაბადებული გ.კ. აგრესიული გახდა და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი დ. ბ. ცივი იარაღით, მარცხენა ზედა კიდურში დაჭრა.

ამის შემდეგ ის ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ. ბ.-ს ის საავადმყოფოშია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

თბილისში, თემქაზე დაჭრილი სამართალდამცველის ოპერაცია დასრულდა, – ამის შესახებ კლინიკა „ჯერარსის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, დაჭრილი სამართალდამცველი მდგომარეობა სტაბილურია.

„პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად გაღვიძებულია და იმყოფება პოსტოპერაციულ განყოფილებაში. ვიტალური პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუბუას წერილი კარლ ჰარცელს – თავს უფლებას ვაძლევ, მოგმართოთ თხოვნით, დაადასტუროთ გერმანიის ელჩის პოზიციის მართებულობა 8 მარტის შეთანხმებასთან მიმართებაში
შემდეგი სტატიაპარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვას იწყებს