შსს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ ვიდეოკადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დაკავებულია ოთხი პირი – 1987 წელს დაბადებული ზ.ბ., 1980 წელს დაბადებული კ.კ., 1994 წელს დაბადებული ც.ს. და 1974 წელს დაბადებული ბ. თ.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ.ბ. ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. კი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც.ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბ.თ., ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს“,- განაცხადა ბორცვაძემ.

 

banner
წინა სტატიაში„ორი ზღვა, ექვსი დედაქალაქი და ექვსი ვალუტა”- ავსტრიის ელჩი თბილისიდან ვენაში ავტომობილით ჩავიდა
შემდეგი სტატია20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს