შსს: გუმათში „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს მოვუწოდებთ, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პრემიერს აზერბაიჯანის საზღვართან საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება სურს
შემდეგი სტატიადაკავებულები იზოლატორში გადაჰყავთ – ომბუდსმენის წარმომადგენელი