შსს – გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა უკვე კანონიერ წარმომადგენლებთან იმყოფება

გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა უკვე კანონიერ წარმომადგენლებთან იმყოფება, – აცხადებენ შსს-ში.

“არასრულწლოვანი კანონიერ წარმომადგენლებთან არის მიყვანილი”, – აცხადებენ შსს-ში.

გოგონა გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი გორიდან 22 დეკემბერს გაუჩინარდა. საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწო, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა. ოფიციალურად, სამძებრო სამუშაოები 26 დეკემბრის დილიდან მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიპეცკის ოლქში ავარიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაკრებულო დღეს თბილისის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს