შსს გიორგი კლდიაშვილის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2014 წლის 17 დეკემბერს დაიდო განცხადება შემდეგი სათაურით: „გიორგი კლდიაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი შსს-სა და „IDFI“-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს (http://police.ge/ge/giorgi-kldiashviltan-dakavshirebuliintsidenti-shss-sa-da-/7499?print=1).

გავრცელებულ ინფორმაციაში მოცემულია არასწორი ფაქტობრივი გარემოებები: „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქე გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას „პარაბელუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს“. აღნიშნული გამონათქვამი არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას, კერძოდ, ჩხრეკისა და ამოღების ოქმში მითითებულია, რომ იარაღი იმყოფებოდა 4 ნაწილად დაშლილ მდგომარეობაში, რომელიც გიორგი კლდიაშვილს მოჰქონდა ხელოსნისაგან. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ „გიორგი კლდიაშვილმა, ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ იარაღი იყო მისი საკუთრება და მას ჰქონდა ტარების უფლება“ და რომ “მოგვიანებით, გამოძიების პროცესში, დაკითხვისას, გიორგი კლდიაშვილმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“. იარაღი მართლაც გიორგი კლდიაშვილის საკუთრება იყო, სამართალდამცველებს წარუდგინა მისი შენახვის დამადასტურებელი მოწმობა და გიორგი კლდიაშვილს სამართალდამცველებისათვის არ უთქვამს, რომ თავად ჰქონდა ამ იარაღის ტარების უფლება. შესაბამისად, გიორგი კლდიაშვილის მხრიდან სამართალდამცველების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

ასევე არაზუსტია განცხადებაში მითითებული ინფორმაცია, რომ „მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გირაოს შესახებ დააკმაყოფილა და გიორგი კლდიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა“. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს მისი დაკავება იყო უკანონო და წარიმართა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით. აღნიშნული გახდა გიორგი კლდიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი და არა პროკურორის შუამდგომლობა.

2015 წლის 05 ივნისს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ზემოთ აღნიშნული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა მოცემული განცხადება, რათა აღმოიფხვრას ის ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებიც დაშვებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 17 დეკემბერის განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშიმერიაში ხელფასების ზრდა – კახა კალაძის განცხადებას ოპოზიციასა და უმრავლესობაში ეხმაურებიან
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტო დაადო