შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მითითებული ლოკაციიდან სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები”. – წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 18-260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიუნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მიმდებარედ სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდა
შემდეგი სტატიაამოღებულია “მეტადონი”, “ლირიკა” – შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა