შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დიდთოვლობის გამო შეფერხებულ საავტომობილო მოძრაობას არეგულირებს.

სვანეთში, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-1880-ე კილომეტრზე (ხაიში-უშგული) დიდთოვლობის გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30-ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართულია.

იმერეთში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, გზის 10 მეტრიანი მონაკვეთის დაზიანება მდინარე ჩხარას ადიდებამ გამოიწვია. აღნიშნულის გამო, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის მთავარი სამმართველო, უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის ამ მონაკვეთზე შემდეგ განრიგს აწესებს: ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით ავტომობილები თერჯოლა-სიქთარვას შემოვლითი გზით იმოძრავებენ, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია.

სამცხე-ჯავახეთში, ტიკმატაჟის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო გზა ჩაკეტილია. ადგილზე მობილიზებული არიან სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე მოძრაობა შეფერხებული არ არის, თუმცა ქარბუქის გამო ნინოწმინდიდან წალკაში გადასასვლელი გზა გადაკეტილია.

აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარეობს თოვლში ჩარჩენილი რამდენიმე ავტომანქანის გამოყვანა. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები. მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის გამოჰყავთ ერთი სამარშრუტო ტაქსი, სადაც 8 მგზავრი იმყოფება და 1 მსუბუქი ავტომობილი მძღოლთან ერთად. ხულოს რაიონში, გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეზღუდულია. აჭარის დანარჩენ ტერიტორიაზე გზის არცერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდული არ არის.

მცხეთის რაიონში, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ტრაილერების და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტომანქანები მოძრაობენ ჯაჭვებით.

კახეთში, გომბორის უღელტეხილზე ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა არ არის შეზღუდული. დასაშვებია ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.

banner
წინა სტატიაში“ხელები შორს რუსთავი 2-სგან”- აქცია თბილისის საკრებულოსთან
შემდეგი სტატია“ჯარს მიხედე რა, სანამ გამოგათრიე მაგ სამინისტროდან”-ირმა ინაშვილი თინა ხიდაშელს მიმართავს