შსს განცხადებას ავრცელებს-ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს-

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი ან მეტი პირის მიმართ
ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების
განჩინების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის – 1986 წელს
დაბადებული ა.ი.-ს საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ.

მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს,
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია „ქართული
ოცნების“ აქტივისტების – გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული
ძალადობა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა
მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის
კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის
შეშლას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: საერთო საქმის წარმატებისთვის თითოეული ზუგდიდელის მონაწილეობა აუცილებელია
შემდეგი სტატიაწინანდალში ავარიის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა