შსს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ცემას არ ადასტურებს

როგორც „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიასა და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას ცემის ფაქტი არ დასტურედება.
რაც შეეხება პლაკატების ჩამოხევას, როგორც უწყებაში განმარტავენ, კანონის შესაბამისად, რეაგირება უკვე მოხდა.
შეგახსენებთ: 22 სექტემბერს, საღამოს, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას თავს უცნობი პირები დაესხნენ. თავდამსხმელებმა ორივე მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს – მოსთხოვეს კამპანიის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დამატებითი ძალადობით დაემუქრნენ.
სოფელ ქვალონში ჩამოხეულია ევროპული საქართველოს ყველა პლაკატი-ინფორმაცია ევროპული საქართველოს პრსსამსახურმა გაავრცელა.
banner
წინა სტატიაშიავღანეთის არმია თალიბანთან შეტევაზე გადადის – მოკლულია 12 ტერორისტი
შემდეგი სტატიაამერიკულმა ბომბდამშენებმა ჩრდილოეთ კორეას გადაუფრინეს