შსს – ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 76 წლის ქალბატონი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

„გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია. ამჟამად მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო“,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუპირველესი ამოცანა არის ხელისუფლების, რომ დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები – ზალიკო უდუმაშვილი
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: სასწრაფოდ მოკიდეთ ხელი და დაკითხეთ დიდუბის გამგებელი