შსს დნმ ბანკის შექმნას გეგმავს – მღებრიშვილის ახალი ინიციატივა

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მღებრიშვილმა ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც საგამოძიებო მიმათულების გაძლიერების მიზნით დნმ ბანკის შექმნას გულისხმობს. მღებრიშვილის თქმით, ამ სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა პარლამენტისთვის მომავალ წელს იგეგემება:

„ჩემი ერთ-ერთი ინიციატივა უკავშირდებოდა დნმ ბანკის შექმნას, რაც საგამოძიებო მიმართულების გაძლიერებას გულისხმობს. ეს საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროექტია. პროექტირების და სამართლებრივი რეგულაციების მომზადების ეტაპები უკვე დასრულებულია. მომავალ წელს ჩვენ ამ სფეროში საკანონმდებლო ინიციატივებით მოგმართავთ და პარლამენტის მიერ მოწონების შემთხვევაში, უკვე იმპლემენტაციის ეტაპზე გადავალთ.“- განაცხადა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობა ნარჩემაშვილი: კვიციანთან კითხვები მაქვს, მაგრამ მას მხარი მაინც დავუჭირე
შემდეგი სტატიაანგელა მერკელმა გერმანიაში თავშესაფარი ვერ მიიღო