შსს დევდარიანის საქმეზე შესაძლო მსხვერპლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, უწყება დაინტერესდა ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციებით, სადაც კონკრეტული პირები მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
“არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს ყოფილი გენერალური დირექტორის – ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში (მისამართი – ქ. თბილისი, კორნელი ჩალაძის ქუჩა N1, ტელეფონის ნომერი – 2 41 42 62, ელექტრონული მისამართი – tbilisiadmin@mia.gov.ge).”-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: არჩილ ტატუნაშვილი არის მოკლული
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ახალგაზრდებს ხვდება