შსს დავით გერლიანის დაკავების ვიდეო კადრებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „კანონიერი ქურიდს“, დავით გერლიანის დაკავების ვიდეო კადრებს ავრცელებს. გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.

https://youtu.be/izHya_EyeZg

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, 19 ივნისს შსს-მ დაიწყო გამოიძიება სისხლის სამართლის 223-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრობას ან კანონიერ ქურდობას. მისივე თქმით, გამოძიებას საფუძვლად დაედო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქურდული სამყაროს ერთ-ერთმა წევრმა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა. „სამი დღის განმავლობაში უწყებამ გააზრებულად არ გააკეთა კომენტარი, რათა ხელი არ შეშლოდა საგამოძიებო მოქმედებებისთვის. ზემმო აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით განხორციელებული ინტენსიური ოპერატიულ სამძებრო მოქმედებების შედეგად, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია აღნიშნული პირი, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი“,-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, დადგინდა, რომ გერლიანი 16 ივნისს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდი ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებას.

„მედიაში და ასევე უკრაინის შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ უკრიანიდან საქართველოში პირის, როგორც კანონიერი ქურდის, დეპორტაცია განხორციელდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ისიმის კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს შსს-ს და უკრაინის შსს-ს შორის დანაშაულის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ქართული მხარისთვის ინფორმაციის მოწოდება. მით უფრო, თუკი უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა ყოფილიყო დანაშულებრივი დაჯგუფების წევრი. ეწ. კანონიერი ქურდი, რომელისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნა“,-აღნიშნა მღებრიშივლმა.

მინისტრის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ქართულმა მხარემ ოფიციალური წერილით მიმართა უკრაინულ მხარეს და ითხოვა განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა.

„ჩვენ ველოდებით ჩვენი კოლეგებისგან პასუხს. მანამდე კი, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული პირი დაკავებულია და 48 საათის განმავლობაში წარედგინება ბრალი. საქმეზე გრძელდება გამოძიება. მინდა, საოზგადოებას მოვუწოდო, სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელებას და ჩასაფრებულის პოზიციიდან დაკვირვებას, თუ რას მოიქმოედებეს პოლიცია, ვფიქრობ აჯობებს, რომ მოახდინოს თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა და შეასტყობინოს სამართალდამცავ უწყბებებს შესაძლო დანაშაულის შესახებ, ჩვენ უფრო ეფექტურად, უფრო ხარისხიანად შევძლებთ გარემოებებზე რეაგირებას“,-აღნიშნა შს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ ინდოეთში ელ-ჭექმა 62 ადამიანი მოკლა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: პროკურატურის არაკვალიფიციურობის გამო არ მჯერა გამოძიების ვერსიის