შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც სუპერმარკეტში ყოფილ მეუღლეს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც გლდანში ერთ-ერთ სუპერმარკეტში ყოფილ მეუღლეს საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა.

“დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თავის ყოფილ მეუღლეს – 1983 წელს დაბადებული თ.პ-ს მისსავე სამსახურში – გლდანში მდებარე ერთ-ერთ
სუპერმარკეტში მიაკითხა, რითაც დაარღვია თ.პ.-ს დაცვის მიზნით მის მიმართ სამართალდამცველების მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ყოფილ მეუღლეს საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. თ.პ.
სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – საკანცელარიო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”. – ნათქვამია განცხადებაში

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ლევან ბერძენიშვილის განცხადებები ნიშანია, რომ როგორმე, ყურადღება მიაქციონ მის უბადრუკ პიროვნებას
შემდეგი სტატიაცქიტიშვილი: სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა, საქმიანობის შეზღუდვა – არ იგეგმება