შსს: ბრლადებულებმა რუსთავში სამი ავტომობილი გაქურდეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ლ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი სამი ავტომობილი გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა ორ აკუმულატორსა და მონიტორს. იმავე დღეს, ლ.მ.-მ რუსთავში, ერთი-ერთი მოქალაქის ბინის აივნიდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

„დაკავებულმა მის მიერ რუსთავში მიმდინარე თვეში ჩადენილი კიდევ სამი ავტომობილის გაქურდვის ფაქტი აღიარა“, – აცხადებენ შსს-ში.

ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ხვალ ვიკრიბებით, რის შემდეგაც საზოგადოებას საბოლოო გეგმას გავაცნობთ”
შემდეგი სტატიარეგულარული ფრენების აღდგენა 2021 წლამდე გადაიდო