შსს – ბრიტანეთში ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული პირის იდენტიფიცირებისთვის ბრიტანელ სამართალდამცველებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დიდ ბრიტანეთში ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული ჯეკ შეფერდის საქართველოში იდენტიფიცირებისთვის ბრიტანელ სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

უწყების ცნობით, შეფერდის იდენტიფიცირების შემდეგ, შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გატარდება.

„ქართველ და ინგლისელ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, რათა მოხდეს აღნიშნული პირის საქართველოში იდენტიფიცირება და შემდგომ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.

BBC-ს ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი მარტის შემდეგ საქართველოში იმალება.

banner
წინა სტატიაშიძალიან კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით – დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატია(VIDEO) ხმაური თბილისის მთავრობის სხდომაზე – კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილი დარბაზიდან გააძევა