შსს: ბრიტანეთი ევროპის “კოკაინის დედაქალაქი” ხდება

დიდი ბრიტანეთი ევროპაში კოკაინის ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელი ხდება – სამეფოს შს მინისტრის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში ბენ უოლისმა განაცხადა. კომუნიკაციურმა ტექნოლოგიებმა ნარკოტიკებით მოვაჭრეებს ბევრი შესაძლებლობა გაუხსნა, მათ საურთიერთობოდ უსაფრთხო სფეროები მიიღეს და როგორც არასდროს ისე სწრაფად შეუძლიათ კავშირების დამყარება – თვლის მინისტრის მოადგილე.
ახლა გავრცელების ტექნოლოგია ნარკომოვაჭრეებს შუამავლების ეტაპებისგან თავისუფალს ხდის. “ახალგაზრდებს, ახლა შეუძლიათ ნარკოტიკების შეკვეთა, ბანდებს კი – ალბანელურს, სერბულს და ადგილობრივებსაც კი – იმის შესაძლებლობა მიეცათ, რმ უფრო მეტი რაოდენობის მიწოდება განახორციელონ პირდაპირი გზით” – ამბობს მინისტრის მოადგილე.
ამასთანავე, ბრიტანეთი სწრაფად ხდება ევროპაში კოკაინის უმსხვილეს მომხმარებელი, ანუ, მომხმარებლების მხრიდან ბევრი მოთხოვნა არსებობს – დაამატა პოლიტიკოსმა.

ბრიტანეთში მართლაც, ძალიან დიდი ოდენობით იღებენ კოკაინს. როგორც ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი აქვეყნებს, ინგლისის ბრისტოლი ევროპაში ნარკოტიკების მოხმარებით მეექვსე ადგილზეა – ამ ქალაქში ყოველდღე 754,7 მილიგრამ კოკაის იყენებს ყოველი ათასი ადამიანი. ლონდონი სტაბილურად შედის იმ ოთხ ევროპულ ქალაქში, სადაც კოკაინის მოხმარება მაღალია, განსაკუთრებით შაბათ-კვირას. პირველ ადგილზეა ბარსელონა, ხუთიდან სამი ქალაქი კი შვეიცარიულია.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულთა სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით 2016 წელს 2,25%-ით გაიზარდა ინგლისსა და უელსში ნარკოტიკების მომხმარებლები. შოტლანდიაში – 2,5%-ით.

ასევე, სტატისტიკის თანახმად, კოკაინს მოიხმარენ არა მხოლოდ მდიდრები. ნარკოტიკის მოხმარება იზრდება ქალაქებსა და სოფლებში, რაც თავის მხრივ ნარკობანდების გავლენის სფეროს ზრდის. “ნარკოტიკების მოხმარების ზრდა მოსახლეობის რიცხვის შემცირებას იწვევს. ნარკოტიკების გავრცელებას ეწევიან სერიოზული დანაშაულებრივი ჯგუფები, ისინი 15 წლის მოზარდებს აიძულებენ ნარკოტიკი გაყიდოს ან მიიღოს, ან იარაღი აიღოს ხელში. თუკი 15 წლის ბიჭი მათ თანამშრომლობაზე უარს ეტყვის, ისინი ძალადობრივ მეთოდებს ზრდიან და კლავენ ამ 15 წლის ბიჭს, კლავენ ადგილობრივ დილერებსაც, თუკი ისინი შეეწინააღმდეგებიან” – თქვა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ლეიბორისტების მხრიდან პარლამენტარი დევიდ ლამი ამბობს, ნარკოტიკების შავ ბაზარზე არსებული ძალადობა ნარკოტიკების წვრილ მოვაჭრეებში პარანოიას იწვევს, რომლის შემდეგადაც ისინი თავდაცვის მიზნით იარაღის ტარებას იწყებენ. “ისინი იარაღს მალავენ სკოლისკენ გზაში, უკან გზაზე ისევ იღებენ, იმიტომ, რომ მათ ეშინიათ” – ამბობს ლამი.

ნარკოტიკებთან დაკავშირებით, წლის დასაწყისიდან ლონდონის ქუჩებში 65 მოზარდი მოკლეს, მათ შორის ბევრია ოჯახიდან , რომლებიც აფრიკიდან, პაკისტანიდან ან არაბული ქვეყნებიდან არიან ემიგრირებული. გაზეთები “ძალადობის ეპიდემიაზე” წერენ – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშისაქართველო რუსეთს 2008 წლის ომის დროს სამხედრო დანაშაულებში სდებს ბრალს- ამ სათაურით სტატიას Guardian-ი აქვეყნებს
შემდეგი სტატიამათემატიკის გამოცდა მე-12 კლასელთა 12%-მა ვერ ჩააბარა