შსს ბერი გაბრიელის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს-მ 1961 წელს დაბადებული ანდრო მ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1977 წელს დაბადებული გიორგი ბ, ხოლო 1989 წელს დაბადებული ზურაბ ბ. ფეხის არეში დაჭრა.

დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ფეხში მსუბუქად დაიჭრა. ანდრო მ-ს და ზურაბ ბ-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს,” – ირაკლი აბუსერიძე განცხადებას ავრცელებს