შსს არჩევნებზე: შეიქმნება ჯგუფები, სამართალდარღვევების გამოვლენაზე იქნებიან პასუხისმგებელნი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს მტკიცებით, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ტერიტორიული ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე იქნებიან პასუხისმგებელნი.

“არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, საჭიროებისამებრ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. ბრძანება პოლიციელებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი. დაუშვებელია, სამართალდამცველის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო: დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ
შემდეგი სტატიაომბუდსმენის მიმართვა ცესკოს-დევნილებისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას აქვს უფლებრივი, სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა