შსს არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტს უარყოფს

​იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ორი არასრულწლოვანი ბიჭი შეიყვანა. მათი ასაკი 15 და 16 წელია. არასრულწლოვნებს სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჭრის ფაქტს კატეგოიულად უარყოფს. გამოძიება 126–ე მუხლით მიმდინარეობს (ცემა ან სხვაგვარი ძალდობა). საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს – განუცხადეს “თაიმერს” სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებს ერთმანეთან ჩხუბი მოუვიდათ.
მანამდე, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებდნენ, რომ კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორი დაჭრილი არასრულწლოვანი შეიყვანა.

banner
წინა სტატიაშიიაშვილის კლინიკაში ორი დაჭრილი არასრულწლოვანი მიიყვანეს
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლი მოულოდნელად ციხეში შეაბრუნეს – ლეილა მუსტაფაევა