შსს არ ადასტურებს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულებზე ზეწოლა და ელექტროშოკის გამოყენების ფაქტს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის და ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული აშოტ რ. და 1994 წელს დაბადებული კარლოს რ. ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
საპართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადამოწმების მიზნით აშოტ რ. და ახალციხესა და ბორჯომში შეაჩერეს, რა დროსაც მათ პოლიციას გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 173-ე მუხლებით.
დაკავებულ კარლოს რ. ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლისას, პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მას არ ჰქონდა არანაირი დაზიანება და არ გამოთქვამდა პრეტენზიას პოლიციის მიმართ. ანალოგიური სახის სამედიცინო შემოწმება კარლოს რასიანს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაყვანის დროსაც ჩაუტარდა, სადაც ასევე არ დაფიქსირდა არანაირი დაზიანება.
მეორე დაკავებულის, აშოტ რ., ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარებული პირველადი სამედიცინო შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა დაკავებამდე მიღებული დაზიანება ტუჩზე ( მცირე ზომის ჰერპესი). აშოტ რ. იზოლატორში შეყვანისას არ გამოთქვამდა პრეტენზიას დაზიანებების შესახებ. დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაყვანის დროს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად, აშოტ რ. ასევე არ აღმოაჩნდა არანაირი ახალი დაზიანება.
ყოველივე ზემოხსენებული დაფიქსირებულია შესაბამისი ოქმებით, რასაც ხელს აწერენ თავად დაკავებულები.
სასამართლოში ბრალდებულებმა ასევე დააფიქსირეს, რომ პოლიციის მიმართ მათ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულებზე ზეწოლა და ელექტროშოკის გამოყენება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის რეკომენდაციები თავდაცვის სამინისტროს მიმართ
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა ნატოში მონტენეგროს გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა