შსს აქციას #არაჩადებას!” შეუერთდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას “არა ჩადებას” შეუერთდა. უწყებამ პოზიცია facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა.

ამას წინ უძღოდა დღეს, ქუთაისში გამართული აქცია, სადაც გაჩნდა წარწერები „არა ჩადებას“. აღნიშნული ქმედებით გარკვეულმა ჯგუფმა აქცია ნარკოტიკების ჩადების წინააღმდეგ გამოხატა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა ბექა თვალჭრელიძემ განაცხადა, „ისედაც საშინელ ნარკოპოლიტიკას სამართალდამცველები უკანონო ქმედებებით უფრო დრამატულს ხდიან.

“პოლიცია ხშირად მიმართავს „ჩადების“ ძველ პრაქტიკას, რასაც უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდის დაკავება მოჰყვება ხოლმე. ეს გამაფრთხილებელი აქციაა და მსგავსი შინაარსის პლაკატებით ქუჩაშიც გამოვალთ“, – აღნიშნა თვალჭრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიბაქრაძე: ხელისუფლების პრიორიტეტი ადამიანია, ოღონდ ერთი ადამიანი – ივანიშვილი
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძეს 9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხავენ