შსს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის
შემდეგი სტატია“არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე” – ომბუდსმენი მუხთარლის გაუჩინარებაზე