შსს – ალექსანდრე სამხარაძე, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

შსს-ში აცხადებენ, რომ ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 13 ივნისს ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

„ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს კომენტარში.

ალექსანდრე სამხარაძის შემთხვევაში საქმე ეხება პარლამენტარ დავით მათიკაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

banner
წინა სტატიაშიირანის ერთ-ერთ ბირთვულ ობიექტზე რადიაციის გაჟონვა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაკონსტანტინე ერმანოვი, რომელმაც 2014 წელს ყირიმში, ქერჩის თავზე რუსეთის დროშა აღმართა, უკრაინის ფრონტზე მოკლეს