შსს: აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება, კანონდარღვევა მყისიერად აღიკვეთება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 ნოემბერს, 20:00 საათზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ შსს-ის თანამშრომლები.

“ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”,- აცხადებს უწყება.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტებზე მოძალადე დიაკონს ტაძრის წინამძღვრად ნიშნავენ (ვიდეო)
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: ეს არის დიდი ღვაწლი,რომელიც სააკაშვილმა გასწია, ეს არის მსხვერპლი