შსს აღმაშენებლის ხეივანში სპეცოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

შს სამინისტრო თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ამოიღეს გადაჭრილი სანადირო თოფი “აბრეზი”, “ნაგანის” ტიპის რევოლვერი, ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“კადიევის რუსეთისთვის გადაცემა მის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას ნიშნავს”- წიკლაური
შემდეგი სტატიასკანდალური განცხადება : “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი შსს-ს მაღალჩნოსანს ბიზნესის მითვისებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს