შსს: აგარაში პატრულის გაჩერებულ მანქანას ტრაილერი დაეჯახა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, დაბა აგარის მიმდებარედ, პოლიციის გაჩერებულ მანქანას დიდი სისწრაფით მომავალი ტრაილერი დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულია საპატრულო ეკიპაჟის ორივე წევრი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული პატრულ-ინსპექტორი ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს და მას ამ წუთებში შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

“გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა გზის სარეზერვო ზოლში იყო გაჩერებული, რა დროსაც მას დასავლეთის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრავი ტრაილერი უკანა მხრიდან შეეჯახა. მომხდარის შედეგად, საპატრულო ავტომანქანა “შკოდა ოქტავია” გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ორივე წევრი, პატრულ-ინსპექტორები: გ.ტ. და გ.ხ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ქარელისა და გორის სამკურნალო დაწესებულებებში მალევე გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, გ.ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, გ.ხ.-ს მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია”, – ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესი

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ადამიანი გაწირეს და რუსეთს გადასცეს მოსაკლავად
შემდეგი სტატიამარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ საელიაოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა